Friday, November 1, 2013

პროექტი ბარაქიანი შემოდგომა

http://www.youtube.com/v/6yo3d0qIlXc?version=3&autohide=1&showinfo=1&autohide=1&feature=share&autoplay=1&attribution_tag=P-JX2deW4D9rDj1oaKQkTA

Thursday, December 6, 2012

ყვავილოვანი  მცენარეების ზრდა-განვითარება
პროექტის აქტუალობა: მცენარის აღმოცენებისთვის და ზრდა-განვითარებისთვის საჭირო პირობების დადგენა. მოსწავლეთა დარწმუნება იმაში, რომ თესლის სიდიდე არ არის დამოკიდებული მცენარის სიმაღლეზე. შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება.
პროექტის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მასწავლებელთან ერთად დაგეგმოს და ჩაატაროს მარტივი ცდა ყვავილოვანი მცენარეების აღმოცენებასა და ზრდა-განვითარებაზე დასაკვირვებლად.
ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის,დაკვირვების და მონაცემთა შეგროვების, ჩაწერის უნარ-ჩვევების განვითარება.
განხორციელების გზები: სადემონსტრაციო ექსპერიმენტის ჩატარება თესლის აღმოცენებისთვის საჭირო პირობების დასადგენად
პროექტში მონაწილეობენ: მე-4 კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა; ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ცდის ჩატარებას  და მიღებული შედეგების მიხედვით დასკვნის გაკეთებას.
საჭირო რესურსი: 4 ჯამი, მიწა, წყალი, ლობიოს მარცვლები, ფურცლები, საწერი კალამი ,სახაზავი.
პროექტის მსვლელობა: კლასი გავყავი ოთხ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა ლობიოს  დათესვამდე გაზომა თესლის სიგრძე და ჩაინიშნეს. შემდეგ  ჯგუფებმა გადაინაწილეს მოვალეობები და დათესეს ლობიო სხვადასხვა პირობებით. კერძოდ,
I ჯგუფი --- ლობიოს აქვს ყველა პირობა:წყალი,სითბო, ჰაერი.
II ჯგუფი ---პირობები; ჰაერი, სითბო, არ აქვს წყალი
III ჯგუფი---- პირობები:  წყალი და სითბო, არა აქვს ჰაერი
IV ჯგუფი ---პირობები: წყალი, ჰაერი, არა აქვს სითბო
მოსწავლეები აკვირდებიან გარკვეული დროის განმავლობაში და აკეთებენ დასკვნებს თესლის აღმოცენების ან არ აღმოცენების  მიზეზების  შესახებ.
აღმოცენებულ ლობიოზე აგრძელებენ დაკვირვებას და აკეთებენ დასკვნას რომ თესლის სიგრძე არ არის დამოკიდებული მცენარის სიმაღლეზე.

ლობიო ამოვიდაააა

ჩვენი ლობიო კი  არ ამოვიდა
პროექტის შემაჯამებელი შეფასება: ჯგუფების მუშაობა იყო აქტიური, ხალისიანი. ისინი ინტერესით აკვირდებოდნენ თესლის აღმოცენებას. შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
პროექტის  ხელმძღვანელი: ნ. კოლიაშვილი
ელ.ფოსტა: koliashvili@gmail.com